სომხეთი

სომხეთში გიუმრის მერი პოლიციამ დააკავა, მას ქრთამის აღება ედება ბრალად

გიუმრის მერი ვარდან გუკასიანი

სომხეთში სამართალდამცავებმა ქალაქ გიუმრის მერი ვარდან გუკასიანი დააკავეს.

მაღალჩინოსანს ქალაქის მთავარ არქიტექტორთან ერთად ქრთამის აღება ედება ბრალად.

გუკასიანის დასაკავებლად გიუმრის მერიაში ასამდე სამართალდამცავი მივიდა. მერიის თანამშრომლებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

პარალელურად, გიუმრის ვიცემერმა, გაგიკ მანუკიანმა ქალაქის მაცხოვრებლებს მერის დახსნისკენ მოუწოდა. 

მერიის შენობასთან ასობით მოქალაქე მივიდა და დაკავების ოპერაციის ჩაშლა სცადა. სამართალდამცავებსა და გუკასიანის მხარდამჭერებს შორის რამდენიმე მცირე შეტაკება მოხდა.

საბოლოოდ პოლიციამ გუკასიანი შენობიდან გამოიყვანა, მანქანაში ჩასვა და სავარაუდოდ განყოფილებაში წაიყვანა.

მედიების ინფორმაციით მერიასთან გუკასიანის რამდენიმე მხარდამჭერიც დაიჭირეს.

პრორუსული განწყობებით ცნობილი გუკასიანი გიუმრის მერად მიმდინარე წლის აპრილში აირჩიეს. 

გიუმრი სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქია, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსული ჯარის საკვანძო ობიექტია.

 

კომენტარები