დღეს ჩვენ, პარტიამ საქართველოსთვის, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, ავიღოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის.
2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. "მშვიდობიანი გადატრიალების" პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური ასპარეზი, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია.
ახლა, ჩვენ ყველამ ერთად, უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი.
გახარია საქართველოსთვის
გახარია: გადავწყვიტეთ, ავიღოთ ჩვენი მანდატები, რათა ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის





