პირველ რიგში, გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს.
კობახიძის განათლების რეფორმა
კობახიძე: "ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი" პრინციპი გამოიწვევს რეორგანიზაციას
tbl.ge/7cd1
დაკოპირდა

ამბობს ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმის წარდგენისას.
ირაკლი კობახიძეგანათლებარეფორმაუნივერსიტეტიქართული ოცნებაუმაღლესი განათლებაკობახიძის განათლების რეფორმა
ამავე თემაზე
- 2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანიისგან შევიძენთ – სამინისტრო
- როგორ დარეგულირდება სკოლებში მობილურების გამოყენება – წესი დამტკიცდა
- სექტემბრიდან I, VII და X კლასის მოსწავლეებს ახალი წიგნები დახვდებათ - მიქანაძე
- არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
- კერძო უნივერსიტეტებში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური იზრდება




