აქციების კანონი

აქციებთან დაკავშირებული კანონი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებზეც გავრცელდება

ტაბულა

აქციებთან დაკავშირებული, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებზეც გავრცელდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს და თავიდან აყალიბებს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლს, გვთავაზობს, რომ 347-ე მუხლს დაემატოს მესამე ნაწილი, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. […]" - თქვა გორდულაძემ.

მისი თქმით, ეს არის პრევენციის საშუალება, რათა არასრულწლოვანები არ ჩართონ უკანონო შეკრებებსა და მანიფესტაციებში.

ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე აქციებთან დაკავშირებულ, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა.

ივანიშვილის პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები