რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პენტაგონი მზადაა, უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის რუსეთს 'საფასური გადაახდევინოს' – ჰეგსეთი

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
Ron Sachs / CNP

აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა რამშტაინის ჯგუფის ფარგლებში NATO-ს მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ მზადაა, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, რათა რუსეთს საფასური გადაახდევინოს, თუკი პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს.

"დღესდღეობით ჩვენი მოლოდინია, რომ მეტმა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი გაიღოს, მეტი შეისყიდოს უკრაინისთვის გადასაცემად, რათა ეს კონფლიქტი მშვიდობიან დასასრულამდე მივიდეს." - თქვა ჰეგსეთმა შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, თუკი მოკლევადიან პერიოდში უკრაინაში მშვიდობის დამყარება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ პენტაგონი მზადაა, რუსეთს "საფასური გადაახდევინოს" ისეთი ნაბიჯებით, რომელთა გადადგმაც მხოლოდ აშშ-ს შეუძლია.

"ევროპელი ლიდერები მკაფიო გზავნილს უგზავნიან რუსეთს: ამ ტრაგიკული ომის დასრულების, უაზრო სისხლისღვრის დასრულებისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის დრო მოვიდა. თუმცა, თუ ეს ომი არ დასრულდება, თუკი მოკლევადიან პერიოდში მშვიდობისკენ გზა არ არსებობს, მაშინ აშშ, მოკავშირეებთან ერთად, საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, რათა რუსეთს საფასური გადაახდევინოს აგრესიის გაგრძელებისთვის. თუ ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, აშშ-ს ომის დეპარტამენტი მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს ისე, როგორც ეს მხოლოდ აშშ-ს შეუძლია." - აღნიშნა აშშ-ს ომის მინისტრმა.

"ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტური შემაკავებელი, პირველ რიგში, მომაკვდინებელი, უნარიანი NATO-ა, ევროპის ხელმძღვანელობით, და მეორე - ბრძოლისუნარიანი უკრაინული არმია, რომელსაც თავის დაცვა და, მაშასადამე, NATO-ს საზღვრის გასწვრივ რუსული აგრესიის შეკავება შეუძლია." - დაამატა ჰეგსეთმა. 

კომენტარები