ქართული ოცნება

კალაძე ვენეციის კომისიაზე: ვინც აფინანსებს გადატრიალებას, არ სურთ ეს კანონები იყოს მიღებული

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის განცხადებები, რადგან აღნიშნული კანონებით ჩვენ და საზოგადოება შეძლებს განახორციელოს კონტროლი თუ საიდან, ვისგან შემოდის საქართველოში თანხები, რომლებიც იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში, მოძალადეების დაფინანსებაში, შესაბამისად, ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ზუსტად ამიტომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი აღნიშნულ კანონებზე. აღნიშნული კანონი მუშაობს ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც დიდი ხანია. პირიქით, საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს არასამთავრობოების ფინანსები, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ის, ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს, მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იყოს მიღებული საქართველოში, რადგან ეს ყველაფერს ცხადს გახდიდა. საზოგადოებამ ყველაფერი იცის, ვინ ვინ არის, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი.

ჩვენი პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ, დავჯდეთ, ვისაუბროთ, მოგვიყვანეთ არგუმენტები, რატომ არის აღნიშული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციის პროცესს [...]".

თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მიღებულ, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ" "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა კანონმდებლობებზე კრიტიკული შეფასება გამოაქვეყნა.

კომენტარები