ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.79 მილიონი აშშ დოლარი (860.2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 12.1%-ით (34.4 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასული 11 თვის მსგავსად, სექტემბერშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.78%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 59.68 მილიონი დოლარი, რაც 21.71%-ით მეტია 2024 წლის სექტემბერთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.01%), საიდანაც გასულ თვეში 54.06 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 8.99%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (12.43%) 39.49 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 10.23%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $59.68 მილიონი.
  2. იტალია - $54.06 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $39.49 მილიონი. 
  4. გერმანია - $29.8 მილიონი.
  5. საბერძნეთი - $26.01 მილიონი.
  6. ისრაელი - $23.25 მილიონი.
  7. თურქეთი - $10.27 მილიონი.
  8. ყირგიზეთი - $8.62 მილიონი.
  9. ესპანეთი - $7.68 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $7.59 მილიონი.
  11. ირლანდია - $6.16 მილიონი.
  12. საფრანგეთი - $6.1 მილიონი.
  13. გაერთიანებული სამეფო - $5.92 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.4 მილიონი.
  15. პოლონეთი - $3.01 მილიონი

სებ-ის ცნობითვე, 2025 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38.2 მილიონი აშშ დოლარი (103.5 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.

კომენტარები