შეუძლებელია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაუროთ იმ უტიფრობას, რასაც საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობისას ჰქონდა ადგილი. საქართველოს შიდა სამართლის ყოველგვარი წესებისა და საერთაშორისო სამართლის ყოველგვარი ნორმების დარღვევით, ეს ქალბატონი აქციაზე მივიდა და მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველთა იმ ათიოდე ადამიანს, რომლებიც კანონის დარღვევით რუსთაველის გამზირს კეტავენ და ვითომ პროტესტს გამოხატავენ - რის პროტესტს გამოხატავენ, აბსოლუტურად გაუგებარია [...] მისგან იმ ძალადობის გაუგონარი მხარდაჭერა ვიხილეთ, რომელსაც მთელ მსოფლიოში ყველა გმობს.
საქართველო-ფინეთი
სეფაშვილი ვალტონენზე: მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველებს
tbl.ge/7c9z
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ელინა ვალტონენზე, რომელიც გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.
ამავე თემაზე
- არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის - ბოჭორიშვილი ვალტონენის ვიზიტზე
- ულიანოვი ვალტონენზე: ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა
- ცაჰკნა: ათი ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს
- ბერაია ვალტონენის დაჯარიმებაზე: საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესების დარღვევაა
- ივანიშვილის საგარეო უწყება ეუთოს ვალტონენის შესახებ საპროტესტო ნოტით მიმართავს




