ჩვენ არ გავრბივართ, ჩვენ მზადა ვართ, ყოველთვის ვიძახით [ამას], მაგრამ რადგან ეს დამოკიდებულება იყო სხვა, წინა ხელისუფლებების დროს და მოთხოვნა, რომ შენ როგორ ბედავ საერთოდ კითხვის დასმას, გაიხსნეთ, ჩვენ უნდა განგისაზღვროთ შენ როგორ იქნები, იქნები თუ არა. ევროკავშირში არის ქვეყნები, რომლებიც ამას ემორჩიელებიან, იმიტომ შურთ ბალტიის ქვეყნებს ჩვენი, რომ ჩვენ ასე არ ვიქცევით, მათ მოუწიათ ასე ქცევა და იმიტომაც მოუწიათ რომ ჩვენთან ასეთი დამოკიდებულებით იყვნენ.
[...]
მართლა საოცრება და პარადოქსია, რას აპროტესტებდნენ. 28 ნოემბერს პრემიერმა კობახიძემ თქვა უარი [ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე] და ამის გამო ჩვენ რევოლუცია უნდა მოვახდინოთო. რაზე თქვა უარი?! დღესვე მზად არის ადამიანი და ხელისუფლება, რომ დავჯდეთ და გავიხილოთ ნებისმიერი საკითხი, დღესვე ვიძახით, თუ ნორმალურად და ჯანსაღად აზროვნებ, რა არის აქ მიუღებელი. მიუბრუნდი იმ შენ პატრონს და უთხარი, მზად არის ჩემი ხელისუფლება ამისთვის, მოდი დაჯექით და დაილაპარაკეთ. მაგრამ მანამდე იყო ეს მათ მიერ შეჩერებული.





