შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა - ახალაია თითქმის 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მისი თქმით, უწყებას კითხვები ძირითადად სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდა.
"ძირითადად ეხებოდა აუდიოჩანაწერს, იყო ამის გარშემო [შეკითხვები] ვის იცნობ, როდის გაიცანი და ა.შ. დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდათ, ათანხმებდნენ, ველოდებოდი, არ გვჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ გამოიყენეს იმაში, რომ აზუსტებდნენ. დიდხანს ელოდებოდნენ აპარატს, რომლითაც ხმის ნიმუშს შეამოწმებდნენ, ამან წაიღო დიდი დრო. [...]
ძირითადი არსი იყო ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერის, საერთოდ სხვადასხვა ხმებია. მე არაფერი დასამალი არ მაქვს, გასაგებად ავუხსენი ვის ვიცნობ, საიდან ვიცნობ, რა ურთიერთობები მაქვს, ვისთან ვახლობლობ და ვისთან არა" - თქვა ახალიამ.
ახალაიას თქმით, არ გამორიცხავს რომ საგამოძიებო უწყებებში კიდევ დაიბარონ.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ ახალაია შეუძლოდ გახდა და მისთვის სასწრაფო გამოიძახეს, აღშნიშნული ტაბულას შსს-მაც დაუდასტურა, თუმცა ახალაიას თქმით, მსგავსი არაფერი ყოფილა.
შსს-ს ცნობით, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით იყო დაბარებული.





