აშშ და ფინეთი ერთად 11 ყინულმჭრელს ააშენებენ. ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპისა და სტუბის თქმით მათი ქვეყნები ფინეთში 4, ხოლო აშშ-ში 7 გემს ააშენებენ.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს ყინულმჭრელები არქტიკის ოკეანეში გადაადგილებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდა.
ალექსანდრ სტუბის თქმით, ფინეთი მსოფლიოში ყინულმჭრელების ყველაზე დიდი მწარმოებელია.
როგორც Reuters ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრამდე წერდა, აშშ 11 ყინულმჭრელის შესაძენად $6.1 მილიარდს დახარჯავს.





