აშშ-ფინეთი

ტრამპი: მე და სტუბი მოუთმენლად ველით აშშ-სა და ფინეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას

ახლახან ვითამაშე გოლფის პარტია ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდერ სტუბთან ერთად. ის შესანიშნავი მოთამაშეა, და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ მამაკაცთა წყვილთა გოლფის ტურნირში, რომელიც გაიმართა Trump International Golf Club-ში, პალმ ბიჩის ოლქში. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ ლეგენდარული გარი პლეიერი, სენატორი ლინდსი გრემი და ყოფილი კონგრესმენი და წარმატებული ტელეწამყვანი ტრეი გაუდი.

პრეზიდენტ სტუბთან ერთად მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, რაც მოიცავს აშშ-სთვის დიდ რაოდენობით აუცილებელი ყინულმჭრელი გემების შეძენასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მშვიდობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მთელ მსოფლიოში.

პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა, ყველაზე მტკიცედ სიტყვებით,  რომ "შეერთებული შტატები ძლიერია და ის კვლავ დაბრუნდა", მე ვეთანხმები!

წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში. 

29 მარტს ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი არაოფიციალური ვიზიტით აშშ-ში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა. ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში შეხვდნენ. 

კომენტარები