აშშ-ფინეთი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ფლორიდაში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი

29 მარტს ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი არაოფიციალური ვიზიტით აშშ-ში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა. ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა და სტუმბმა თავის სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

ლიდერებმა ერთად ითამაშეს გოლფი და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და უკრაინაში მიმდინარე ვითარება განიხილეს.

"შევხვდი დონალდ ტრამპს მარ-ა-ლაგოში, ფლორიდის შტატში, შაბათს, 29 მარტს. ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ფინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები, ასევე მიმდინარე საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის უკრაინა" – წერს სტუბი თავის სოციალურ ქსელ X-ზე.

შეხვედრას თავის Truth Social-ზე ასევე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი:

"პრეზიდენტ სტუბთან ერთად მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, რაც მოიცავს აშშ-სთვის აუცილებელი დიდი რაოდენობით ყინულმჭრელი გემების შეძენასა და განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას" – დაწერა ტრამპმა

კომენტარები