აქციებზე დაკავებულები

ზვიად რატიანს მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ზვიად რატიანი

მოსამართლემ ზვიად რატიანს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.

პოეტი ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.

რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები