რუსული რეჟიმი

ჰიპერი: "ოცნების" თავდასხმები რეპრესიული რეჟიმის შენიღბვის სასოწარკვეთილ მცდელობაა

მხოლოდ კონტექსტისა და ქმედებების თვალსაზრისით, რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოებით არის შთაგონებული, როდესაც ვუყურებთ, რაც საქართველოში ხდება, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს. როდესაც გჭირდება ოპოზიციის დაპატიმრება, როდესაც დევნი დამოუკიდებელ მედიას, როდესაც მიზანში იღებ სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც კანონების შეცვლა გჭირდება ისე, რომ შენი მმართველი პარტია უპირატესობას ფლობდეს, დემოკრატიის ენაზე არ საუბრობ. ეს არის ქმედებები.

ჩვენ ყოველთვის ვგმობდით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ამიტომ მას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, ისევე როგორც [ვეწინააღმდეგებით] სიტყვიერ თავდასხმას, რომელსაც "ქართული ოცნებისგან" ვხედავთ და რაც რეპრესიული რეჟიმის, რომელიც ახლა ყალიბდება, შენიღბვის სასოწარკვეთილ მცდელობას წარმოადგენს.

თქვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.

კომენტარები