ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ "გარიგების" შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი, და ამ აქტის მიზანი ლელოს განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება - საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა.
რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე. შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით.
ევროპული საქართველო რომ გამოეყო ნაც მოძრაობას 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული ევსაქებს შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა.
რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე.
თვითმმართველობის არჩევნები 2025
სამადაშვილი: შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით





