4 ოქტომბერი

შსს: 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 4 მოქალაქე დავაკავეთ, 3 პირი მიმალვაშია

ტაბულა

4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 4 მოქალაქე დააკავა, უწყების ცნობით ამ ეტაპზე სამი პირი მიმალვაშია, ჯამში დაკავებულია 22 ადამიანი. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"მოგესალმებით, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავეს.

ესენი არიან ვ.გ, კ.ე, მ.ლ და ნ.გ ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო სამი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხორციელდება შესაბამისი ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნული 3 პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამისს საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კოპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები