შსს-მ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში 15 მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა - როგორც უწყების წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე დააკავეს.
4 ოქტომბრის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც "მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ", "ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირებას", "მასობრივ არეულობასა" და "ნივთის დაზიანება ან განადგურებას" გულისხმობს
"4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი - საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი.
ესენი არიან: თ.მ, ა.ნ, დ.ჟ, ბ.მ, ა.გ, ე.შ, გ.რ, ვ.ფ, დ.ს, მ.მ, ა.ხ, კ.მ, ს.მ
ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში, პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით
4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი - საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი.
ესენი არიან: თ.მ, ა.ნ, დ.ჟ, ბ.მ, ა.გ, ე.შ, გ.რ, ვ.ფ, დ.ს, მ.მ, ა.ხ, კ.მ, ს.მ
ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში, პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით". - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია დააკავეს - ინფორმაცია ბრიფინგზე დაადასტურა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ."გიდასტურებთ მის დაკავების ფაქტს, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს" - თქვა დარახველიძემ.
დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ, უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას.
ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე, ხოლო ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ ისინი "შესაბამის სამართლებრივ პროცესებში მიეცემიან".
გელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მშვიდობიანი დამხობა ვერ შედგა, მაგრამ "შედგა მშვიდობიანი დაშლა".

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



