2025 წლის ნობელის პრემიის ერთ-ერთ მფლობელს, ფრედ რამსდელს ნობელის კომიტეტი ვერ უკავშირდება.
France24-ის ინფორმაციით, რამსდელი ლაშქრობაში იმყოფება და გადაწყვიტა, რომ "ციფრული დეტოქსი მოეწყო" - ამის შესახებ რამსდეილის ლაბორატორიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა.
ცნობისთვის, 2025 წლის ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში სამ მეცნიერს, მერი ბრუნკოვს, ფრედ რამსდელსა და შიმონ საკაგუჩის, "პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის კვლევისთვის" გადაეცათ.





