კოალიცია ცვლილებისთვის 4 ოქტობრის აქციის საქმეზე 13 პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კოალიციის შეფასებით, დაკავებებით რეჟიმი ცდილობს ხალხის შეშინებას.
“გუშინ, ივნიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო და საკუთარი პოლიტიკური, სამოქალაქო პოზიციის გამო, უკანონოდ დააკავა ჩვენი 13 თანამოქალაქე. ამ გზით, რეჟიმი ცდილობს გაუტეხელი, უშიშარი ქართველი ხალხის შეშინებას.
ბრძოლა ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის გრძელდება ბოლომდე!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
შევხვდებით რუსთაველზე!”. - წერს კოალიცია.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა დარახველიძემ.
6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დარახველიძის ცნობით, შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში 15 მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა და მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე დააკავეს.
დარახველიძის თქმით, 2 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.





