რუსული რეჟიმი

კობახიძე: EU-ს ქვეყნებს იდენტობას უკარგავენ - უნგრეთი თავს ეფექტურად იცავს

ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში პირდაპირ ევროპული ბიუროკრატია ჰყავთ ჩართული. ევროპული ბიუროკრატია "დიფსთეითს"ევროკავშირისა და ევროპის მოსახლეობის ობიექტური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ჰყავს ჩართული [...] ევროკავშირის ქვეყნებს იდენტობას უკარგავენ - ერთადერთი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ თავს ეფექტურად იცავს, არის უნგრეთი. არის ერთი-ორი ქვეყანა, რომელიც ასევე რაღაცნაირად ახერხებს საკუთარი იდენტობის დაცვას. იგულისხმება როგორც ეროვნული, ისე რელიგიური იდენტობა. ასეთ პირობებში, როცა ევროპელ ბიუროკრატებს საკუთარი ეროვნული ინტერესები არ ადარდებთ, ჩვენ ვერ გაგვიკვირდება, რომ მათ, მით უმეტეს, საქართველოს ეროვნული ინტერესები არ ადარდებთ. 

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები