უკრაინამ ლენინგრადის ოლქში სიდიდით მეორე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იტყობინებიან.
ქარხანა "Кинеф" ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შემდეგ რუსეთში სიმძლავრით მეორე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოდ ითვლება.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ქალაქ კირიშს შეუტიეს. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა შვიდი დრონი ჩამოაგდეს.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად სად გაჩნდა ცეცხლი.
ცნობისთვის, 3 ოქტომბერს Kyiv Independent-ს ინფორმირებულმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შედეგად, ამჟამად რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის თითქმის 40%-ს მუშაობა შეჩერებული აქვს.





