შსს-ს ცნობით, მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
"სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე კონფლიქტი წარმოიქმნა. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა:. - წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
მეტეხის ხიდთან აქტივისტებს, სტუდენტებს და ნაციონალური მოძრაობის წევრს, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდებს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი უნდა გაემართათ.





