საქართველოს საზღვარი

იტალიელი ჟურნალისტი ჯაკომო ფერარა საქართველოში არ შემოუშვეს

იტალიელი ჟურნალისტი ჯაკომო ფერარა საქართველოში არ შემოუშვეს.

ინფორმაციას თავად ფერარა სოციალურ ქსელ Instagram-ში ავრცლებს.

როგორც ფერარა წერს, სომხეთიდან საქართველოში გადმოსვლისას მას 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს. 

ჟურნალისტი რეჟიმმა 31 მარტს, თბილისში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააჯარიმა. ფერარას თქმით, ჯარიმის შესახებ არაფერი იცოდა.

"რამდენიმე ტურისტულ ვიზიტს თუ არ ჩავთვლით, მე ყოველთვის ვმოგზაურობდი საქართველოში ჟურნალისტის რანგში. არაერთხელ გავიმეორე, რომ ჩემი დემონსტრაციაზე ყოფნა საქმიანობის ნაწილი იყო. არ ვარ არც აქტივისტი და არც პროტესტის მონაწილე. ჩემი საქმეა დაკვირვება".  წერს ფერარა

კომენტარები