ძალიან მკაცრი მითითებები უკვე მიეცათ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული პროპორციული ძალა. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, ნებისმიერი არასწორი ქმედება, ნებისმიერი არაპროპორციული ძალის გამოყენება, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს.
თუ იქნება ექსცესები, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, და, რა თქმა უნდა, დანაშაული თუ იქნება ჩადენილი, დამნაშავის გამოვლენას ვეცდებით მაქსიმალურად.
4 ოქტომბრის აქცია
კობახიძე: მითითებები მიეცათ სამართალდამცავებს, რომ 4-ში უნდა გამოიყენონ პროპორციული ძალა





