ზვიად რატიანის საქმე

ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება - ამის შესახებ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სასამართლოზე ისაუბრა. 9 ოქტომბრის სხდომაზე ისარგებლებს რატიანიც სასამართლოზე საბოლოო სიტყვის უფლებით. 

ზვიად რატიანმა დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ მისი უფლებები იზღუდება. რატიანი ყვება, რომ მესამე კვირაა, არც პაემანს უნიშნავენ, არც ბლოკნოტს აძლევენ და ვერც ციხის მაღაზიაში ყიდულობს კალამს.

პოეტი ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.

რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები