ზვიად რატიანის საქმე

ლელა კალიჩენკომ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტი ზვიად რატიანის სასამართლო სხდომა დასრულდა.

პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და რატიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

რადიო თავისუფლების ლაივბლოგის თანახმად, რატიანის ადვოკატები პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდნენ, ხოლო ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ "არ არსებობს ბრალდებულის გათავისუფლების საფუძველი".

რატიანის საქმის შემდეგი სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.

რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები