რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: დღესაც არის სურვილი, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი მოგვძიძგნონ

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დიდი ხანია, ქართულმა საზოგადოებამ ვარდისფერი სათვალეები მოიხსნა, რომლითაც სამყაროს და მათ შორის, ევროპას უყურებდა. ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი, როგორც ასეთი, წმინდანების თავყრილობა არ არის, რომელიც სხვების ინტერესებით მოქმედებს. ყველა საკუთარ ინტერესებს ატარებს.

ჩვენ ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს დავინახეთ, როცა შევხედეთ, რომ ევროკავშირში, ბრიუსელში, ჩვენი ინტერესები არავის ადარდებდა. მაშინ ჩვენ ყველამ რუსეთთან ესკალაციისთვის გაგვწირა. ქართველმა ხალხმა მაშინ დაინახა, რომ ეს წარმოდგენა, რომ თითქოს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში, ეს არის კონსტრუქცია, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ თითქოს, სამყარო წესებზე დგას - სინამდვილეში, ეს არის ცივი გათვლისა და საკუთარი ინტერესების გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც II მსოფლიო ომამდე არსებობდა [...]

თუ გინდა, დამოუკიდებელი და სუვერენული იყო, ამისთვის, მზად უნდა იყო, რომ იმ ზეწოლებს გაუძლო, რომელიც მოდის. ჩვენთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არც საბჭოთა კავშირს უჩუქებია, ეს მოვიპოვეთ, და ამას არც სხვა მიმართულებიდან არავინ გვაჩუქებს. დღესაც ვხედავთ, არის სურვილი, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი მოგვძიძგნონ. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები