პარტია ფედერალისტების წევრმა, ექიმმა-ნარკოლოგმა, ზურა სიხარულიძემ ნარკოპოლიტიკის პრეზენტაციის წარდგენისას საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და პარტიის ხედვებზე ისაუბრა.
სიხარულიძის თქმით, დღეს ერთ-ერთ მთავარ სირთულეს პრობლემის არაღიარება და ნარკოდამოკიდებულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება წარმოადგენს.
სიხარულიძემ ასევე ზიანის შემცირების ეფექტური პროგრამების აუცილებლობასა და ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის ბიუჯეტიდან მეტი სახსრების გამოყოფაზე ისაუბრა, რაც მუნიციპალიტეტების გაძლიერებას და მათთვის იმ შესაძებლობის მიცემას მოხმარდება, რათა "თვითონ განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებები".
"ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ინერციული მოხმარებით, ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით [...] გვყავს 55 ათასი ინექციური ანუ პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებელი, რაც არის ძალიან მძიმე რიცხვი, ეს არის 2% პრევალენტობა, რაც არის უმძიმესი ციფრები, თუმცა ის რაოდენობა ნარკოტიკის, რასაც დღეს იღებენ 10-ჯერ უფრო მეტია ინექციური, რადგან უმძიმესი ნარკოტიკების ამოღება ხდება ქვეყანაში. [...]
მეორე პრობლემა არის რეპრესიული მანქანა, რომელიც მიმართულია, რომ მოქალაქე, რომელიც არის ავად, დასაჯოს. ეს არის მთავარი პრობლემა - მისი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.
პირველი მთავარი ამოცანა არის, რომ ვაღიაროთ პრობლემა. [...] არცერთი განცხადება უმაღლესი პირების არ არსებობდა, რომ ელაპარაკათ რაოდენობაზე, ზედოზირებაზე, ან ცეჰეპატიტის პროგრამა, რომელიც დაიწყო და 80% იყო ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი არასდროს თქმულა, რომ ეს იყო ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი, რომელიც დაიბადა ცეჰეპატიტით. ეს პრობლემა უნდა ვაღიაროთ და მკურნალობაშიც პირველი ნაბიჯი არის პრობლემის აღიარება. შესაძლებელია, რომ ძალიან მალე, ძალიან ხარჯთეფექტურად მივიღოთ შედეგი, მოვახდინოთ შედეგის სტაბილიზაცია.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არასდროს აღარ იყოს ნარკოტიკების მოხმარება პოლიტიკური იარაღი, განიხილოს ეს, როგორც დაავადაება და ამისთვის მივიღოთ საზოგადოების სრული კონსესუსი. საზოგადოებას და პოლიტიკურ ესტებლიშმენტს უნდა მივაწოდოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნია სწორად და მივიღოდ სრული კონსესუსი. მაგალითად, ჩვენ ვთვლით, რომ სამედიცინო მარიხუანის პრაქტიკაში გამოყენება არის აუცილებელი და წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს იმისთვის, რომ შევძლოთ, ვთქვათ, ქრონიკული ტკივილის, ქიმიოთერაპიის, პარკინსონის დროს გამოვიყენოთ, იმ მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაყრდნობით არსებული მონაცემები.
[...] ჩვენი მიზანია არა ის, რომ პირდაპირ შევთავაზოთ საზოგდოებას რაიმე გადაწყვეტილება, არამედ მივიდეთ კონსესუსამდე საზოგადოებასთან.
ზიანის შემცირების ეფექტური პროგრამები უმნიშვნელოვანესია. დღეს შემოტანილი ნარატივი - სავალდებულო მკურნალობა, პროგრამების ქალაქგარეთ, სადღაც გაურკვეველ ადგილებში გადატანა. რომ მიხვიდეთ და ნახოთ რა პირობებში იღებენ ეს ადამიანები სერვის, ეს არის ადამინის ღირსების შემლახავი. თერაპია არის ჩვეულებრივი სერვისი, რომელიც უნდა ამცირებდეს ზიანს. ადამიანი აღარ ღებულობს არალეგალურ ნარკოტიკს, აღარ ჩადის კრიმინალს, აღარ არის ინფექციის გადამცემი, აღარ იღებს ინექციურად, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. და ამის შემდეგ ეს ადამიანები ხდებიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, როგორც მე, რომელსაც მაქვს დიაბეტი და მჭირდება ყოველდღიურად დავლიო წამალი. [...] "დახურეთ პროგრამები!" - ეს არის ნარატივი და ალბათ, დახურავენ. თუ ესენი დარჩებიან, მე ვფიქრობ, რომ მარტისთვის ეს პროგრამები აღარ იქნება, ეს იყო ყველაზე დიდი მონაპოვრი, რადგან ჩვენ სხვა სერვისები არ გვაქვს, ყველა სერვისი გვაქვს მინიმალურამდე დაყვანილი.
დღეს ნარკოლოგიაზე არის 13 მილიონი გამოყოფილი, დაახლოებით. ჩვენ რომ გავთვალეთ, ამ ოთხ წელიწადში ბიუჯეტი 150 მილიონამდე უნდა გაიზარდოს და ამის შესაძებლობა არის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დავნერგოთ გარკვეული სერვისები.
ფედერალისტების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი არის მუნიციპალიტეტების გაძლიერება და მათთვის იმ შესაძებლობის მიცემა, რომ თვითონ განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებები. იარსებებს გარკვეული ჩარჩო, მიღებული ფედერალურ დონეზე, მაგრამ შესაძლოა, ქუთაისში უფრო მნიშვნელოვანია გარკვეული პრევენციული პროგრამა ამ ნარკოტიკთან დაკავშირებთ, რადგან იქ ის არის გავრცელებული. ზუგდიდიში სხვა, აჭარაში სხვა და ა.შ. ამიტომ მიზანია, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას საბჭოები, სადაც ჩართული იქნებიან თემის წარმომადგენლები, რომელთაც იციან ის საჭიროებები, რაც არის იმ რეგიონში. ჯერ სამწუხადროდ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ თავიანთი შემოსავალი და ჩვენი პარტიის მიზანია, ამ რეგიონებს ჰქონდეთ თავისი შემოსავალი.
[...] მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გაძლიერება, მათი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია.
[...] ჩვენთვის ასევე პრიორიტეტია კლუბური სცენა, თუმცა, ამ ქვეყანაში კლუბური სცენა მძიმე მდგომრეობაშია. უნდა შევქმნათ სახელმწიფოებრივ დონეზე ვალდებულება, რომ ყველა კლუბის თანამშრომელმა იცოდეს, როგორ მოერიოს ზედოზირებას. ამასთან ერთად, უნდა ხდებოდეს დრაგჩექინგი, რათა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები ზედოზირებისგან. [...] დამალვით ვერ მივიღებთ შედეგს. არ ველით შედეგს ერთ ან ორ წელიწადში. მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირება. [...]
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემცირება და დასტაბილურება, რათა მომხმარებელი არ გახდეს დამოკიდებული. მომხმარებელი უნდა იყოს დაცული ზედოზირებისგან. [...] პრიორიტეტია ზრუნვა, თუმცა, ვიტოვებთ შემაკავებელ მექანიზმებს. პირველ ეტაპზე, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვახდენთ სრულ დეკრიმინალიზაციას, საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციაში ეს წარმოუდგენელია, რადგან ორგანიზებულ დანაშაულს გადგმული აქვს ფესვები. [...] ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რათა ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის, არ დადგეს მისთვის სისხლის სამართლის პასუსხისმგებლობა და მივცეთ მას ბევრი შანსი, რომ მან შეძლოს იყოს ამ საზოგადოების წევრი - ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, დეტოქსი, გამოჯანმრთელება, სარეაბილიტაციო ცენტრი, ისე, როგორც თვითონ აირჩევს. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ადამიანს, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანი იმ ზიანისგან, რაც მოაქვს ნარკოტიკს. ჰქონდეთ სამუშაო, იყვნენ სოციალიზირებულნი, ოღონდ მაშინ უნდა შეასრულონ რაღაც პირობები. მაგალითად, მსუბუქი ნარკოტიკის დროს პირველი იქნება გაფრთხილება. [...] უმნიშვნელოვანესია ოჯახის ჩართულობა, დღეს ამ ინსტიტუტმა მოახდინა ის, რომ ქუჩაში არ გვყავს ნარკოტიკის მომხმარებლები. ამიტომ ოჯახთან მუშაობა უმნიშვნელოვანესია. [...] ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის როლი. ოღონდ მისი როლი არ გულისხმობს სახელმწიფოს პოლიტიკაში ჩარევას. ისინი არ არიან ორიენტირებულნი დასჯაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთი არის პირველადი ჯანდაცვის გაძლეირება, რადგან ყველა ქვეყანაში ტარდება სქირინინგები, რითიც ვლინდება ადიქციური ქცევის მქონე ახალგაზრდები. პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი, რომელიც ყველაზე ახლოს უნდა იყოს ოჯახთან, მათი მონაწილეობა ამ სკრინინგებში, სადაც ადიქციური ქცევის გამოვლენა და პირველ ეტაპზევე შესაძებელი იქნება ქცევის კორექცია, უმნიშვნელოვანესია.
ამასთან ერთად, დასამთავრებელია საბჭოთა ნარატივი ნარკოდამოკიდებულებაზე. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება აუცილებელი წინაპირობაა. [...]
ჩვენ თუ არ მივამცირეთ მიწოდება, და ეს არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, კრიმინალური მენტალობის შეცვლა ახალგაზრდებში, ამ დაავადების რომენტიზირების შეცვლა აუცილებელია. ეს არ გულსიხმობს ბავშვების და ახალგაზრდების მოტყებას, ჩვენ მათ ვერ მოვატყუებთ, მთავარია ინფორმაციის სწორად მიწოდება". - თქვა სიხარულიძემ.





