პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, წარმოაჩინოს თითქოს ევროსაბჭოს პოლიტიკურ ასამბლეაზე 2008 წელს მიღებული რეზოლუცია ომის დამწყებად საქართველოს ასახელებს.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან შედარებით, საქართველოსთვის ბევრად უფრო ნაკლებად დამაზიანებელი იყო ის მუხლი, სადაც გაკრიტიკებულები იყო საქართველო და "რასაც არ ვეთანხმებოდი არც მაშინ, არც ახლა".
"რეზოლუციის მიღება მოხდა ევროსაბჭოს პოლიტიკურ ასამბლეაზე 2008 წლის შემოდგომა იყო. მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აღარ ვიყავი დელეგაციის წევრი ამ დროს, მაგრამ ფიზიკურად იქ ვიყავი და რომ ვყოფილიყავი დელეგაციის წევრი მეც ხმას დავუჭერდი ამ რეზოლუციას.
[...] რეჟიმის წარმომადგენლები თან ამბობენ, რომ "თქვენ დაიწყეთ ომი, თქვენი გადაწყვეტილებით დაიწყო", მაგრამ ამასთან ერთად, ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და "ეგ ღალატია". პარადოქსია, რომ თვითონ უარესს იძახდნენ, ვიდრე რეზოლუციის იმ მუხლშია.
ჯერ ვიტყვი იმ ნაწილს იმ რეზოლუციის, რაც ცუდია - ერთ-ერთ მუხლში არის პასაჟი, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ბოლო დღეს ახალ ფაზაში გადაიყვანა დაპირისპირება. ამას ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ასაღებს, რომ ომის დაწყებაზე არის ამ რეზოლუციაშიო. სინამდვილეში, წინა პარაგრაფში წერია, რომ ეს ყველაფერი არ დაწყებულმა 8-ში, არამედ დაიწყო ბევრად უფრო ადრე, იმ ნაბიჯების გამო, რაც ვერ გადადგეს ან გადადგეს რუსმა სამშვიდობოებმა.
კონტექსტში თუ ჩასვამ, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან შედარებით, საქართველოსთვის ბევრად უფრო ნაკლებად დამაზიანებელია ის ერთი მუხლიც კი, სადაც გაკრიტიკებულები ვიყავით ჩვენ, რასაც არ ვეთანხმებოდი არც მაშინ, არც ახლა, რა თქმა უნდა.
რაც მთავარია, ამ მუხლის წინააღმდეგი იყო ქართული დელეგაცია, შესწორებაც შეიტანა, თუმცა სამწუხაროდ ვერ გაიტანა და შემდეგ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ იმ რეზოლუციაში იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჩანაწერები, ვიდრე ის მუხლი. ამ რეზოლუციაში იყო უმთავრესი საკითხი - ოკუპაციის აღიარება, უარყოფა საქართველოს მხრიდან იმ დანაშაულებისა, რასაც რუსეთის პროპაგანდა გვაბრალებდა, რუსის ჯარის გაყვანის მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიიდან - დეოკუპაციის მოთხოვნა, წინაპირობები იმის, რომ რუსეთის პასუხისმგებლობაა იქ ჩატარებული ეთნიკური წმენდა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ომის დანაშაული.
ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები იყო ის, რაც ამ რეზოლუციაშია და რის გამოც, რუსეთის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი და ის ერთი მუხლი, რომელიც არასწორი ფორმულირებაა და რა თქმა უნდა, ქართული დელეგაცია არ ეთანხმებოდა, მათ ვერ უკომპენსირებდა ამ არსებით საკითხებს. აი, ამ საკითხს იყენებენ ახლა ეს უტიფარი მართლა ვირეშმაკები, რომ რას ჰქვია ხელი მოაწერეთო". - თქვა ბოკერიამ Facebook-ლაივში.





