მინდა მას [მიხეილ ყაველაშვილს] მადლობა გადავუხადო, რომ მან თავისი სიტყვა ქართულ ენაზე, სახელმწიფო ენაზე წარმოთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ნაბიჯების გადადგმა.
დასკვნას რომ მივუბრუნდეთ ქართულ ენასთან დაკავშირებით, თქვენ ნახავთ დასკვნაში, ჩვენ როგორც გამოვიკვლიეთ და დავადასტურეთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება გიგი თევზაძის, რომელიც მაშინ განათლების სამინისტროში მაღალჩინოსანი იყო, მისი თამადობითა და ბატონი ლომაიას ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, სააკაშვილი იყო ყველაფრის მეთაური, ისინი აპირებდნენ თურმე, რომ საქართველოში სახელმწიფო ენად გამოცხადებულიყო ინგლისური. აი, ეს დასკვნა არის ასევე, ამიტომ ღირებული დოკუმენტი, ჩემი აზრით.
შესაბამისად, ის კრიტიკა, რაც მოედინება, რომ რატომ თურმე საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან რატომ მიმართავს მსოფლიოს ქართულად, სამარცხვინოა ეს კრიტიკა. და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძალა და ძალები და მათი წარმომადგენლები, არ იცვლებიან. მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ქართულის გაუქმებას ნიშნავს. ამიტომ, მადლობა მას, ბატონ პრეზიდენტს, რომ ქართული გამოიყენა და არა სხვა რომელიმე ენა.





