საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერი, აცხადებს, რომ "გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსს მცირე ადმინისტრაციული დანახარჯის მქონე მეგობრებზე მიმართავს."
მან ამის შესახებ X-ზე ივანიშვილის მთავრობის ხელმძღვანელთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრაზე გამოხმაურებისას დაწერა. ფიშერის თქმით, ჟორჟოლიანს საკუთარი ინიციატივით შეხვდა.
"ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჩემი თხოვნის საფუძველზე შევხვდი, რათა მეკითხა, რომ გერმანიის მთავრობის ხარჯები გათავისუფლებულიყო საქართველოს გრანტების კანონისგან, რადგან ისინი უკვე გათვალისწინებულია გერმანია-საქართველოს შორის მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვა. პასუხი: არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსს მცირე ადმინისტრაციული დანახარჯის მქონე მეგობრებისკენ მიმართავს." - წერს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.
პეტერ ფიშერი და ლევან ჟორჟოლიანი ერთმანეთს 25 სექტემბერს შეხვდნენ. თავდაპირველად, შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია ივანიშვილის მთავრობამ გაავრცელა.





