კასპი

შსს: დავაკავეთ 82 წლის კაცი, რომელმაც ძმის ცოლი სანადირო თოფით მოკლა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში დააკავეს 82 წლის გ.გ. რომელმაც ძმის ცოლი - 73 წლის ქალი მოკლა.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტში, ძმის ცოლს, 1949 წელს დაბადებულ ლ.ნ. - ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

პოლიციამ გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს". - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები