მე მსურს, რომ მან [ერდოღანმა] რუსეთისგან ნავთობის ყიდვა მთლიანად შეწყვიტოს მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაზე სასტიკ თავდასხმას აგრძელებს.
ისინი [რუსები] იბრძვიან, უკვე მილიონობით სიცოცხლე დაკარგეს და რისთვის? რისთვის? სამარცხვინოა. გუშინ ვთქვი, რომ დაე გაგრძელდეს [ეს ომი], რადგან მათი ეკონომიკა ახლა სრულიად კატასტროფულ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, სირცხვილია, რომ ასე იქცევიან, უამრავ უდანაშაულო ადამიანს კლავენ.
გასულ კვირას 7,818 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად სამხედროები, როგორც მათი ხალხი, ისე უკრაინელები. სინამდვილეში, უფრო მეტი რუსი, რუსები ცოტა მეტნი დაიღუპნენ, ვიდრე უკრაინელები. მაგრამ ეს ადამიანური სიცოცხლის უზარმაზარი ფლანგვაა და ამიტომ მან [პუტინმა] ეს უნდა შეწყვიტოს. პუტინი უნდა შეჩერდეს.





