საქართველო-უკრაინა

კალაძე: ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა მოუწყო

საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა და რა მოუწყო საკუთარ ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მისი უშუალო მონაწილეობით, მისი უშუალო ჩართულობით, ამაზე, რა თქმა უნდა, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი დაანებონ, ჩვენ მივხედავთ. ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული".

კომენტარები