საქართველო-გერმანია

გერმანიის საგარეო ფიშერის დაბარებაზე: ის ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო უწყების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ფიშერი გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს და ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას X-ზე ავრცელებს

"მტკიცედ უარვყოფთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განგრძობით აგრესიულ რიტორიკას თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ და დღეს მის უსაფუძვლო დაბარებას. ის ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს და ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 24 სექტემბერს დაიბარა. საგარეო უწყების განცხადებით, გერმანიის ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, "მას აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".

სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ ფიშერს შეხვედრის დეტალებზე არ ულაპარაკია.

"სანამ შევიდოდი, განცხადება გავაკეთე და ასევე გადაგამისამართებთ საელჩოების განცხადებისკენ", - თქვა მან ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კომენტარები