ქართული ოცნების პოლიტიკა

პაპუაშვილი: უნდა აღიქვას ევროკომისიამ, რომ საქართველო არ არის არავის სათამაშო

დაანონსებულია ძალადობა და ოთხ ოქტომბერს დააანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა, ეს არის მთავარი საკითხი.

მინდა ასევე შევეხო ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებას, რაც იყო აბსოლუტური კატასტროფა, ეს პრესპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ ოთხი ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას, ხომ ეს თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ და რას უცხადებს სოლიდარობას? ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხ ოქტომბერს, დღეს როდესაც ტარდება არჩევნები, 16:00 საათზე, დრო როდესაც არჩევნები და ხმის მიცემა მიმდინარეობს ჯერ კიდევ დაანონსა ძალადობრივი, დამხობა და ქვეყნის ატრიალება.

გამოდის ევროკომისიის სპიკერი და კითხვაზე, ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვისმენდეთ არჩევნების დღეა, მნიშვნელოვანია რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა, მივიდეს არჩევნებზე, ნაცვლად ამისა, ჩემს ყურს არ ვუჯერებდი, როდესაც გეოგრაფიული ბრიუსელიდან გვესმოდა, რომ ეს კონკრეტული სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ ოთხ ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას.

აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფა არის, რაც ჩვენ ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც ნაცმოძრაობის დაორგანიზებული აქციიდან იქნება, ამიტომ მე მინდა, რომ ეს გუშინდელი განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და კარგად დაიმახსოვროს ყველა უცხოელმა. ოთხ ოქტომბერს, თუკი იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ მოლოტოვის კოქტეილებზე, ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით, ევროკომისიას, მისი პრესპიკერის სახით.

ეს უნდა აღიქვას ევროკომისიამ, რომ საქართველო არ არის არავის სათამაშო და ქართველების ბედი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი, ან არიან გულუბრყვილოები და ვერ ხვდებიან რასთან აქვთ საქმე, ან როგორ შეიძლება, როგორ დაუტრიალდა ეს სიტყვები, რომ ეთქვა ოთხ ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობრივი დამხობის აქციას გამოუცხადა სოლიდარობა. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის პრესპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაზე. 

ცნობისთვის, გუშინ, ფორმულას დასმულ კითხვას ოთხი ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა უპასუხა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას. 

კომენტარები