რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, კიევს "მთელი უკრაინის" უკან დაბრუნება შეუძლია

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინი და რუსეთი "დიდ ეკონომიკურ გასაჭირში" იმყოფებიან და დაამატა, რომ ახლა უკრაინის მოქმედების დროა. 

"უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ვითარებასთან სრულად გაცნობისა და შესწავლის შემდეგ და იმის დანახვის შემდეგ, თუ რა პრობლემებს იწვევს ეს რუსეთში, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმყოფება პოზიციაში, რომ იბრძოლოს და უკან დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი სახით.

დროის განმავლობაში, მოთმინებითა და ევროპისა და, კონკრეტულად, NATO-ს ფინანსური მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, საკმაოდ შესაძლებელია. რატომაც არა? რუსეთი უმიზნოდ იბრძვის სამ-ნახევარი წელია ომში, რომელში გამარჯვებისთვისაც რეალურ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდებოდა. ეს რუსეთს კარგად არ წარმოაჩენს. სინამდვილეში, ამით ისინი "ქაღალდის ვეფხვს" ჰგვანან.

როდესაც მოსკოვსა და რუსეთის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში, დასახლებასა და ოლქში მცხოვრები ხალხი გაიგებს, თუ სინამდვილეში რა ხდება ამ ომში, რომ თითქმის შეუძლებელია მათთვის საწვავის მიღება შექმნილი დიდი რიგების გამო, და გაიგებენ ყველაფრის შესახებ, რაც მათ ომის ეკონომიკაში ხდება - როგორ იხარჯება მათი ფული უკრაინაში საბრძოლველად, რომელსაც დიდებული სულისკვეთება აქვს და მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველი სახით დაბრუნებას და ვინ იცის, შესაძლოა უფრო შორს წასვლასაც! პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ გასაჭირში არიან და ახლა უკრაინისთვის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ NATO-სთვის იარაღის მიწოდებას, რათა NATO-მ რაც უნდა, ის გააკეთოს მათი მეშვეობით." 

- წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

კომენტარები