თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა მორაგბე, აქტივისტ ლევან ჯობავას შესახებ საუბრისას თქვა, რომ იარაღის წართმევა ძალადობა არ არის, ხოლო გამოძიება "თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიდის და არავის წინააღმდეგ".
"იარაღს თუ წაართმევ, ეს ძალადობა არ არის, შესაბამისად, მის [ლევან ჯობავა] წინააღმდეგაც არაფერი იქნება. თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიდის გამოძიება და არავის წინააღმდეგ... ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აუხსნან სიტუაცია რა იყო და ამით გაირკვევა სიმართლე.
თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა კარგია და უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას. იარაღი არ იყო ცეცხლსასროლი, იყო პნევმატური და ამ მხრივ არ ექცევა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაში, რაც შეეხება ჩხუბს, ამას ჰქვია ძალადობა და ძალადობას იძიებს [პროკურატურა]. ორივე მხარემ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გაირკვევა ვინ რა გააკეთა". - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი, რომელიც 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტამდე მიმავალი საპროტესტო მარშის მონაწილეებს იარაღით დაემუქრა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაათავისუფლეს, რადგან "იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა".
არასრულწლოვანი მოქალაქე ლევან ჯობავამ განაიარაღა და მისივე თქმით, იარაღი პოლიციას გადასცა, რის შემდეგაც პოლიცია მას საათზე მეტი დროის განმავლობაში ადვოკატის დაუსწრებლად კითხავდა.
ჯობავას ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, შსს-მ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.





