რუსული გამოცემა RBC ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის ლაპინს თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის დამხმარედ დანიშნავენ. ადგილობრივი მედია Tatar Inform წერს, რომ ლაპინი პასუხისმგებელი იქნება ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევაზე.
ცნობისთვის, 2022 წელს ლაპინი რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქისა და უკრაინაში "ცენტრის" ჯგუფის მეთაური იყო. მოგვიანებით ის ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა მას შემდეგ, რუსულმა ძალებმა უკრაინულ ქალაქ ლიმანიდან უკან დაიხიეს.
ამის შემდეგ ლაპინი ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურად დაინიშნა, რის ფარგლებშიც ის უკრაინაში "ჩრდილოეთის" ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი ლაპინი თანამდებობაზე გენერალ-პოლკოვნიკმა იევგენი ნიკიფოროვმა ჩაანაცვლა.





