აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ულტრამემარცხენე პოლიტიკურ მოძრაობა "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ამის შესახებ მან პოსტი გაერთიანებულ სამეფოში გამართული ვიზიტისას გაავრცელა.
"მოხარული ვარ, ჩვენს მრავალ ამერიკელ პატრიოტს ვაცნობო, რომ ანტიფას - ავადმყოფ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე უბედურებას - მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ," დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
"მე ასევე ძლიერ რეკომენდაციას გავცემ, რომ ისინი, ვინც ANTIFA-ს აფინანსებენ, სიღრმისეულად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად," დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ანტიფა (Antifa) მემარცხენე იდეოლოგიის მქონე დეცენტრალიზებული - და მათივე თქმით, "ანტიფაშისტური" - მოძრაობაა, რომელსაც ლიდერი არ ჰყავს.





