არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა

"ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ახ­ლოს" – მოზარდის ოჯახი ვიბლიანზე

ნეტგაზეთი არასრულწლოვანის ოჯახის განცხადებას ავრცელებს და ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის პატიმრობას ითხოვს, თავს დაცულად ვერ გრძნობენ. დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

"რო­გორც იცით, ქ. ხა­ტია ვიბ­ლი­ანს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა, ოჯა­ხი ითხოვს ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნის აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს პა­ტიმ­რო­ბა და არა გი­რაო, რად­გან, ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს. ასე­ვე საფრ­თხე­შია მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­ვინ იცის, კი­დევ ვის გა­ი­მე­ტებს და უმო­წყა­ლოდ სცემს ეს ქალ­ბა­ტო­ნი.

გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტიც რომ, მისი არ და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მე­ურ­ვე­ო­ბა, რო­მელ­ზეც მან ისე­ვე, რო­გორც მო­ზარ­დზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და იმ სა­ღა­მოს და ატი­რე­ბულ ბავ­შვს ეს ყვე­ლა­ფე­რი აყუ­რე­ბი­ნა. ქალს რო­მელ­საც პირ­ველ ბავ­შვზე დე­დო­ბა აქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი, თქვე­ნი აზ­რით მე­ო­რეს ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ზრდის?

ახლა აცხა­დებს, არ ვი­ცო­დი არას­რულ­წლო­ვა­ნი რომ იყოო. არა­და, მა­შინ ხომ ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი,მო­ზარ­დთან რომ ჰქონ­და საქ­მე, როცა მი­მარ­თავ­და: "შე, წვინ­ტლი­ა­ნო, ნა­ბიჭ­ვა­რო, მე შენ გას­წავ­ლი ჭკუ­ა­ს" და თავს ვინ ვის და­ეს­ხა ესეც მშვე­ნივ­რად ჩანს კად­რებ­ში, მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მა­ღა­ზი­ა­ში" - ნათქვამია ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების თანახმად, 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. პროკურატურამ მას ბრალდება 16 სექტემბერს წარუდგინა.

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი წერდა, რომ ვიბლიანის მიერ 14 წლის მოზარდზე ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა.

ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა რომ არ ემხრობა ძალადობას, ასევე დასძინა, რომ არ იცოდა, დაზარალებული არასრულწლოვანი იყო და ეს იმის შემდეგ გაიგო, რაც მასზე "ბულინგი წავიდა".

კომენტარები