არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა

არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულ, ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

გამოძიების თანახმად, 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. 

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი წერდა, რომ ვიბლიანის მიერ 14 წლის მოზარდზე ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა.

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება 16 სექტემბერს წარუდგინა.

ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა რომ არ ემხრობა ძალადობას, ასევე დასძინა, რომ არ იცოდა, დაზარალებული არასრულწლოვანი იყო და ეს იმის შემდეგ გაიგო, რაც მასზე "ბულინგი წავიდა".

კომენტარები