ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

არანაირი ინფორმაცია არ მაქვს – კალაძე ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით პასუხა, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და ღარიბაშვილთან ახლაც მეგობრობს.

"[მის შესაძლო დაკავებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, [...] [როდის ვესაუბრე] ბოლოს აღარ მახსოვს... არ ვიცი... ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა [...] კი, ვმეგობრობ. ახლაც მეგობარია. ჩემი თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო და რა არის ამაში პრობლემა". - თქვა კალაძემ.

15 სექტემებრს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე - "ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაზე, შესაძლოა, რომ სუს-ის შემდეგი სამიზნე იყოს ირაკლი ღარიბაშვილი?" - თქვა, რომ ეს სპეკულაციური კითხვაა და პასუხის გაცემას არ აპირებს.

ცნობისთვის, 11 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს.

ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს იყო.

კომენტარები