საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.55 მილიონი აშშ დოლარი (868.7 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.7%-ით (31 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გასული 10 თვის მსგავსად, აგვისტოშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.44%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 59.3 მილიონი დოლარი, რაც 16.81%-ით მეტია 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.6%), საიდანაც გასულ თვეში 53.36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 8.27%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.85%) 41.32 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 2.89%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $59.3 მილიონი.
- იტალია - $53.36 მილიონი.
- რუსეთის ფედერაცია - $41.32 მილიონი.
- გერმანია - $29.31 მილიონი.
- საბერძნეთი - $25.13 მილიონი.
- ისრაელი - $22.36 მილიონი.
- ყირგიზეთი - $11.18 მილიონი.
- თურქეთი - $9.44 მილიონი.
- ესპანეთი - $9.22 მილიონი.
- ყაზახეთი - $8.9 მილიონი.
- საფრანგეთი - $6.71 მილიონი.
- გაერთიანებული სამეფო - $6.45 მილიონი.
- ირლანდია - $6.02 მილიონი.
- აზერბაიჯანი - $3.13 მილიონი.
- პოლონეთი - $3.08 მილიონი
სებ-ის ცნობით, 2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მილიონი აშშ დოლარი (96.4 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8%-ით მეტია.





