თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლოში შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.
ყოფილი მინისტრი ბრალს არ აღიარებს.
"ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით... რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხრაი და ხელშეკრულებაც მივიტანე...
არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში" - თქვა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე.
ბურჭულაძე სუს-მა 11 სექტემბერს დააკავა.





