ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით, ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, ბურჭულაძე სუს-მა 11 სექტემბერს დააკავა - ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ჩვენი მხრიდან მიწოდებულია ყველანაირი მტკიცებულება - გამოძიებას ხელთაქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომლითაც საბუთდება არამხოლოდ ის შემოსავალი, რითაც მან შეიძინა ესპანეთში სახლი.
გამოძიებისთვის გვაქვს მიწოდებული მტკიცებულებები რომლის თანახმადაც, ჯუანშერ ბურჭულაძის კანონიერი შემოსავლები ბევრად აღემატება იმ თანხას, რასაც მას გამოძიება ედავება.
ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ ბრალდება არის დაუსაბუთებელი.
ჩვენი პირველი გეგმა არის აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების გასაჩივრება სააპელაციო წესით - მიგვაჩნია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, სუსტი შუამდგომლის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა - სამართლებრივად, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მივაღწიოთ რაიმე შედეგს.
ჩვენ ორშაბათს გავასაჩივრებთ დღის ბოლომდე". - თქვა ბურჭულაძის ადვოკატმა, მარიამ შათირიშვილმა.





