ჩემი დაკავება მოხდა, ერთი, მტკიცებულება იყო ირიბი და ჩვენება იყო შეცვლილი. მე მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა. ეს ერთი და მეორე მტკიცებულება იყო, თითქოს შევნიღბე მე ლეგალიზაციის მიზნით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელზეც მე თვითონ ვამბობ, არ გამიყიდია-მეთქი. თითქოს გაასხვისაო და იმით შეიძინაო. მე თვითონ არც ერთ ჩვენებაში არ მითქვამს, რომ ამით შევიძინე-მეთქი.
tbl.ge/7ejq
დაკოპირდა

თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე, TV ფორმულას გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით.
ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-მა 11 სექტემბერს დააკავა. თავდაცვის ექსმინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




