4 ოქტომბრის აქცია

კალაძე: ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, არცერთი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე

ცხადია, ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად, რომ საზოგადოებისთვის მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი. დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა, ვიღაცის ჩამოხრჩობა - ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისჯება კანონით. თუ ვინმეს გონია, რომ არ მოჰყვება რეაგირება ამ ტიპის ფაქტებს, ძალიან ცდებიან.

ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, შესაბამისად, დაველოდოთ. დაველოდოთ ყველაფერს. არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე.

ყველამ უნდა გაიგოს, ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტურამ და ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ ისვენებენ და მუდმივი მცდელობა აქვთ საქართველოს წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, ხალხის დაპირისპირება და ა.შ. არავის არაფერი არ გამოუვა. ყველა, ვინც შეეცდება კონსტიტუციის წინააღმდეგ, კანონის წინააღმდეგ ჩაიდინოს უკანონობა, ყველა იქნება დასჯილი.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

11 სექტემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები