გერმანია-საქართველო

კობახიძე ფიშერზე: ლელოთი დაწყებული ნაცმოძრაობით დამთავრებული, ყველა სუბიექტის მხარდამჭერია

რაც შეეხება ფიშერს, ჯერ მარტო მდგმურად არ ხაზარაძის სახლში, ეს ერთი ფაქტი, თავისთავად ესეც საჭიროებს რეაგირებას, თუმცა ყველანაირი სტანდარტი არის წაშლილი დღეს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა.

რაც შეეხება სხვა ფაქტებს, თქვენ ხედავთ, რომ არის კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ხვდება და ახალისებს და აქედან ორ დღეში ამ დაჯგუფების წევრები პირდაპირ აწყობენ რადიკალურ აქციებს, გამოირჩევიან რადიკალიზმით, აგრესიით, სიძულვილით, ეს არის, რა თქმა უნდა, დარღვევა. თან არიან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები, პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული ექსტრემისტული რადიკალური დაჯგუფებები. ამაზე მეტი დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის ვერ წარმომიდგენია. პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ნებისმიერი ადამიანი გააჩერეთ და კითხეთ, ვისი მხარდამჭერია პოლიტიკურად ფიშერი, ხომ გეტყვიან ვისი მხარდამჭერიცაა, რომელი პარტიების მხარდამჭერიცაა, ლელოდან დაწყებული ნაცმოძრაობით დამთავრებული, ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია, პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს, ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა არ არსებობს.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩზე პეტერ ფიშერზე.

კომენტარები